უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმი
უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმი
როგორც ყველასათვის ცნობილია, ქართულ ენაში ბევრი ნასესხები სიტყვაა, მათ შორის ლათინური ძირის სიტყვები. ხშირ შემთხვევაში, ლათინური ძირის ნასესხობას აქვს ქართული შესატყვისი, მაგალითად: ნეგატიური - უარყოფითი, პოზიტიური - დადებითი, დისტანცია - მანძილი, ევოლუცია - განვითარება და სხვა. ამ გლოსარიუმში შეტანილია ყველაზე გავრცელებული უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების 750 სინონიმური რიგი, მთლიანად 1,500-ზე მეტი ლექსიკური ერთეული.